სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიებს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა და შენიშვნებს ელის.
სააგენტომ მოქმედ საავიაციო საწარმოებს ,,საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის" შესახებ ბრძანებაში ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიზანია საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება, საავიაციო მოვლენის სავალდებულო შეტყობინების, ავიასაწარმოების მიერ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და მოკვლევის მარეგულირებელი ნორმების სრულყოფა, კონფიდენციალურობის დაცვისა და არადამსჯელობითი გარემოს ხელშეწყობა, ასევე ნორმატიული აქტის ევროკავშირის რეგულაცია 376/2014-ის ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომპანიებს შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ 4 მაისამდე, ელ. მისამართზე ans@gcaa.ge