სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტების მოქმედება რუსეთის მთავრობის განსაკუთრებული განკარგულების გაცემამდე გაგრელდება. შამბა ასევე აცხადებს, რომ ამ პასპორტებს აფხაზეთის მოქალაქეები ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთისას წარადგენდნენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სეპარატისტულ აფხაზეთს აცნობა, რომ ნოემბრის დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტების მოქმედება წყდებოდა.
"რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების გამო პასპორტების მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩვენს მოქალაქეებს შესაძლოა პრობლემები შექმნოდათ. ვაცნობიერებთ რა ამას, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ რუსული მხარის წინაშე პასპორტების მოქმედების გაგრძელების დაგვეყენებინა",_ აცხადებს სერგეი შამბა და დასძენს, რომ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოსული დელეგაცია იმყოფებოდა, რომელშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
"სწორედ მასთან განვიხილეთ ეს საკითხი. თავის მხრივ რუსულმა მხარემ მიიღო აფხაზეთის თხოვნა და გადაწყვიტა ამ პასპორტების მოქმედება გაეგრძელენა მომდევნო წლის მარტის თვემდე",_ დასძენს შამბა და აღნიშმავს, რომ ახალი აფხაზური ე.წ. პასპორტები უკვე შეკვეთილია და "როდესაც ეს პასპორტები მზად იქნება ეს პრობლემაც მოგვარდება".