რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ.Y კულტურის სამინისტრო მოსკოვში 12 ნოემბერს თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ. რუსეთის კულტურის სამინისტროს დელეგაცია აფხაზეთში უკვე იმყოფებოდა და აღნიშნულის შესახებ აფხაზ სეპარატისტებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, რუსეთის კულტურის სამინისტროს დელეგაციამ სეპარატისტულ აფხაზეთში ყოფნისას ბიჭვინთის ტაძარი და მუზეუმი, რუსული სახსრებით გარემონტებული სოხუმის ფილარმონია, ე.წ. ეროვნული ბიბლიოთეკა, ახალი ათონის მონასტერი და გამოქვაბულის კომპლექსი მოინახულა.