ქრისტიან დემოკრატები მთავრობას თხოვენ, უმწეოთა დაზღვევა მათი იდენტიფიცირებიდან 3 თვეში მოხდეს. ქრისტიან დემოკრატები ითხოვენ ასევე იაფი დაზღვევის პაკეტში მშობიარობის კომპონენტის დამატებას და სტუდენტური დაზღვევის შემოღებას.
ეს განცხადება ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინფგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უმწეოების დაზღვევის საკითხი ძალზე პრობლემურია, რადგან ხელისუფლება სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულებას წელიწადში ერთხელ აფორმებს და ვინც უმწეოთა პოროგრამაში ხვდება ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მას დაზღვევის აღებისათვის მთელი წლის ლოდინი უწევს.
ანიკაშვილის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება ძალზე მარტივია, თუკი ხელისუფლება შესაბამისი ყურადღებით მოეკიდება.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მოთხოვნას, ანიკაშვილის თქმით, იაფი დაზღვევის პაკეტში მშობიარობის კომპონენტის დამატება და სტუდენტური დაზღვევის შემოღება მათი მხრიდან უკევ გაჟღერებული ინიციატივაა, თუცმა აღნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღემდე მთავრობისგან პასუხი არ მიუღიათ და იმედოვნებს რომ ამ პასუხის მოსმენას დღეს სადაზღვევო საბჭოს სხდომაზე შეძლებენ. სადაზღვევო საბჭოს სხდომა დღეს 17:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება. მასში წარმოდგენილინი არიან როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე პარლამენტის წარმომადგენლები და სადაზღვევო საბჭოში შედიან ასევე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები.