პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებისგან საჯარო ინფორმაციის მიღებაში დახმარებას პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს.
ცაგარეიშვილმა ეს თხოვნა, დღესსაპარლამენტო სესიაზე გააჟღერა და მთავრობისა და პრეზიდენტის ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ითხოვა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოთხოვნიდან თვეზე მეტია გასული, უწყებების ნაწილმა დეპუტატის მოთხოვნას პასუხი საერთოდ არ გასცა. ცაგარეიშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ მას პასუხის ნაცვლად "რებუსი" გამოუგზავნა". სწორედ ამიტომ ცაგარეიშვილი ამ ფაქტს როგორც დეპუტატის ასევე მთიანად პარლამენტის შეურაცხყოფად აფასებს და დავით ბაქრაძეს დახმარებას სთხოვს.
"მე ვარ დეპუტატი და საჯარო ინფორმაციის მიღება მეც კი მიჭირს და წარმოიდგინეთ რიგითი მოქალაქე რა დღეში აღმოჩნდება. ეს არა მარტო ჩემი, არამედ მთლიანი პარლამენტის შეურაცყოფაა. მოგმართავთ პირადად თქვენ, რომ დამეხმაროთ ინფორმაციის მიღებაში, თუ არადა მირჩიეთ სად დავაყენო ეს საკითხი ეუთოში, გაეროში თუ სხვაგან, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს" - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ცაგარეიშვილს დახმარება აღუთქვა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ღვალაძემ კი სესიაზევე განაცხადა, რომ მისმა სამინისტრომ დეპუტატს სათანადო ინფორმაცია გამოუგზავნა.