გუშინ, აფხაზურმა მილიციამ გალში ადგილობრივი მკვიდრი მანუჩარ გვარამია დააკავა. გვარამია ტყვარჩელის უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის ედუარდ ემირზადეს მკვლელობაშია ეჭშვმიტანილი.
ამ დროისთვის მანუჩარ გვარამია სოხუმში, წინასწარ დაკავების იზოლატორში იმყოფება და მისი დაკითხვა დასრულებულია.
ედუარდ ემილზადეს ტყვარჩელის უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ის რამდენიმე თვის წინ გალიდან ოჩამჩირის მიმართულებით გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული.