"დემოკრატია, რომელსაც ევროპა გვთავაზობს, რუსეთს არ სჭირდება", - ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა "სლუჟბა ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"დემოკრატია, რომელსაც ევროპა დღეს გვთავაზობს, რუსეთს არ სჭირდება. რუსული სული ხალხში ყოველთვის იყო და უნდა დარჩეს. ეს უნდათ წაიღონ ამ დემოკრატიული ლოზუნგებითა და ავადმყოფობით", - განაცხადა კადიროვმა.
მისი შეფასებით, რუსეთს თავს ესხმიან ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები, რადგან რუსეთს აქვს ყველაზე დიდი სიმდიდრე - მიწა და დასავლეთს სურს, რუსეთს უხელმძღვანელოს.
აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს კადიროვი, როგორც იქნა, დაეთანხმა ჟურნალისტს - "დემოკრატია - ეს კარგია", მაგრამ აღნიშნა, რომ "პოლიტიკური დემოკრატიის პარალელურად უნდა გატარდეს სულიერ-ზნეობრივი აღზრდისა და განვითარების პოლიტიკაც. დემოკრატია უნდა იყოს რუსეთისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ ნარკომანები, ალკოჰოლიკები და ჩვენი ქალები არ გაიყიდონ".
ამიტომ კადიროვი მიიჩნევს, რომ ყველაზე დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში ჩეჩნეთია.
"ჩვენთან დიახაც რომ დემოკრატიაა", - აცხადება კადიროვი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ნარკოტიკები ყველაზე მეტი რაოდენობრივად ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან შედის. რაც შეეხება "ქალების გაყიდვის" თემას, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ქალის ამ დრომდე არანაირი უფლება აქ გააჩნია და არის შემთხვევები, როცა ქორწინების დროს მათ წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელში ცვლიან.