საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რადიო "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
რადიოს ცნობით, ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების ინიციტივით დუმის დეპუტატი, სემიონ მოგდასაროვი გამოვიდა, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია "სამართლიან რუსეთს" წარმოადგენს.
ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე მოგდასაროვის წინადადებას სავარაუდოდ, შესაბამის უწყებების მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვება.