სტიქიას ავსტრალიაში მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჩრდილო - აღმოსავლეთ სანაპიროს ციკოლონმა გადაუარა. განსაკუთრებით დაზარალდა ქუისლენდის შტატი, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ხეები კი ძირფესვიანად მოგლიჯა. მოსახლეობის უმრავლესობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. სინოპტიკოსების განცხადებით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსაუხრში აცხადებენ, არსებობს წყალდიდობის რისკიც.