მთავრობა ადმინისტრაიცულ ჯარიმებს ზრდის. ცვლილება "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის მიხედვითაც ავტოსაგზაო შემთხვევებისას ჯარიმები იზრდება.
როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს, სამართალდარვევათა კოდესქში შესატანი ცვლილებები ბოლო პერიოდში საგზაო შემთხვევების მომრავლებას უკავშირდება.
"ვიცი, რომ ბევრი იტყვის და გააპროტსტებს, თუ რატომ ვზრდით ამ ჯარიმებს, თუმცა მინდა ვუთხრა, მათ რომ ნუ დაარღვევენ და არც დაჯარიმდებიან", - განაცხადა მელიქიშვილმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
კანონპროექტის თანახმად, თუ სატრანპოსრტო საშუალებას მძღოლი მართავს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, იგი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მაგრამ თუ სატრანსპორტო საშუალებას სხვას გადაეცემა სამართავად, რომელიც არის ასევე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, 250 ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებითს მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასევე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისთვის გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლით, ხოლო უცხოელებისთვის დაჯარიმებას 1000 ლარით.
პირის მიერ ავტოტრანსპირტის მართვა, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ავტოტრანსპირტის ექსპლუატაციის უფლება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე სამართალდარღვევა ჩადენილი წლის განმავლობაში განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაიცულ პატიმრობას 90 დღით.
პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტოკული ან ფსიქოტროპიული სიმთვრალის მდგომარეობაშია და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურში.
მელიქიშვილმა აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორს ლაშა თორდიას შემდგომი სხდომისთვის სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა დაავალა, რათა საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ ბოლო პერიოდში რა პროცენტული მაჩვენებლითაა მომატებული ავტოსაგზაო შემთხვევები.