საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კორეაში 9 მაისამდე გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კიმ იონგ დეოკმა განაცხადა. ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა სამხრეთ კორეაში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტ პან კინ ხეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. პარლამენტის გადაწყვეტილებას მხარი საკონსტიტუციო სასამართლომაც დაუჭირა.