ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩიეს. დეპუტატებმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სალომე ზურაბიშვილის, კომისიის მდივნად კი გიორგი მოსიძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
დღესვე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის დებულების პროექტი შეიმუშავეს. კომისიის წევრებს, დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გედევან ფოფხაძემ, კომისიის საქმიანობის, უფლებამოსილების, ფუნქციებისა და კომისიის კომპეტენციის სფეროს განკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო.