ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მედიასთან განცხადებების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
„ვფიქრობ, რომ სჯობს მოვერიდოთ და კონკრეტული განცხადებები გააკეთოს საპატრიარქომ. ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ განცხადებებისგან და ვნახოთ, ქვეყანას როგორც დასჭირდება, ისე გავაკეთებ“, - განაცხადა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.
სინოდის დღევანდელ სხდომაზე მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორობიდან გადააყენეს და მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების გამო გაფრთხილება მისცეს.
"გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. ჩემი რეაქცია არის ძალიან მშვიდი. როგორც სულ ვამბობდი, მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე", - აღნიშნა მეუფემ.