ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2015-2016 წლებში გამართული აქციების დროს დაკავებულ პირთა მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები შეისწავლა და კვლევის პრეზენტაციას გამართა. კვლევაში სულ 38 საქმე შევიდა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგად, ადმინისტრაციული სასჯელის არასწორად გამოყენების ფაქტები გამოიკვეთა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოქმედების არასწორი პრაქტიკა, სასამართლოს მხრიდან კი სტანდარტების შეუსაბამო გადაწყვეტილებები დაფიქსირდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ მიმართულებით რეკომენდაციები შეიმუშავა, რონელიც პიველ რიგში საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელებას ისახავს მიზნად.