მოსკოველ და სანკტ-პეტერბურგელ ფემინისტთა ჯგუფმა რუსეთის დედაქალაქში 8 მარტისადმი მიძღვნილი აქცია მოაწყო. მათ კრემლთან ბანერი გამოაკრეს, წარწერით „200 წელი ხელისუფლებაში კაცები არიან. წადით!“ პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ორი აქტივისტი დააკავა.