ტეხასში 44 წლის მამაკაცი, რომელიც შეკვეთილ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ, სიკვდილით დასაჯეს. განაჩენი სისრულეში ლეთალური ინიექციით მოიყვანეს. მანამდე როლანდ რუიზმა მოკლულის ოჯახს პატიება სთხოვა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობას რუიზი 20 წლის ასაკში 2 ათასი დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა. მკვლელობის შემკვეთები მსხვერპლის მეუღლე და ძმა აღმოჩნდნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მკვლელობის შემდეგ სადაზღვევო კომპანიისგან 400 ათას დოლარს მიიღებდნენ. სასამართლომ მათ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.