შემზარავი აქტი საფრანგეთში. ქალაქ ტუარის ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს. გიგანტურ ცხოველს ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. ბრაკონიერებმა მას სამჯერ ესროლეს, რის შემდეგაც ვოლიერში შეაღწიეს და ცხოველს რქა მოჭერს. მარტორქის რქა შავ ბაზარზე საკმაოდ ძვირად ფასობს.