საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, დღეს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმასეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ირანის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისმნიშვნელობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტს ახლადდანიშნულმა ელჩმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დოქტორ ჰასან როუჰანის პირადი მოკითხვა და ირანში პრეზიდენტის ოფიციალური მიწვევა გადასცა.
თავის მხრივ, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებსორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.