ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, შენგენის ზონის საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდება,-ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
საბჭომ შენგენის საზღვრების კოდექსი მიიღო, რაც გარე საზღვრებზე შესაბამის მონაცემთა ბაზაში კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებს. როგორც პრესსამსახური აღნიშნავს, ცვლილებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების სისტემატურ შემოწმებას ითვალისწინებს.
"შესაბამის მონაცემთა ბაზაში ყველა პირის სისტემატური შემოწმება განხორციელდება, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე იმ პირების, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები არ არიან".
ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. მათი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს პირებმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას. საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ყველა გარე საზღვრის კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებს (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვრების).
ხელმოწერილი ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და გამოქვეყნების თარიღიდან 20 დღის ვადაშია ძალაში.