ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოცადა. იაპონიის ზღვის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მათგან 3 იაპონიის სანაპიროებიდან 200 მილში ჩავარდა. ფხენიანის ქმედება მკაცრად დაგმო სამხრეთ კორეამ და იაპონიამ. საგანგებო განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმაც.