ჩინეთის სოფელ ცზიანბეიში ერთდოულად 160 წყვილი განქორწინდა. ამის მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც სოფლის ტერიტორიაზე ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი უნდა აშენდეს. ადგილობრივ მცხოვრებლებს კი ძველი სახლების დანგრევის სანაცვლოდ 220 კვ. მ ფართს მისცემენ. როგორც ცზიანბეის მცხოვრებლებმა დაადგინეს, განქორწინების შემთხვევაში წყვილებს დამატებით 70 კვ.მ. ფართობით დააკმაყოფილებენ. ამის გამო სოფელში მასიური განქორწინება დაიწყო. სასამართლოში განქორწინებაზე განაცხადი 80 წელს გადაცილებულმა წყვილებმაც კი შეიტანეს.