ერაყში ორი ბრიტანელი ექიმი დაიღუპა. ისინი ისლამური სახელმწიფოს რიგებში იყვნენ. სამი კჰიდერი და ჰიშამ ფადლალაჰი გასულ კვირას მოსულში ავტოკოლონაზე მიტანილ საჰაერო იერიშს ემსხვერპლნენ. მათ სამედიცინო განათლება სუდანში ჰქონდათ მიღებული, თუმცა სწავლა მიატოვეს და ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდნენ.