თურქულმა შენაერთებმა სირიელ ამბოხებულებთან ერთად ქალაქ მანჯიბზე მასირებული იერიში მიიტანეს. ოფიციალური ანკარის განმარტებით, ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში ჩატარდა. ქალაქს ამ დრომდე ადგილობრივი სამხედრო საბჭო აკონტროლებს, რომელიც სირიის დემოკრატიული არმიის მოკავშირეა. დემოკრატიულ არმიას თურქული მხარე ქურთისტანის შრომის პარტიის ნაწილად განიხილავს. 2016 წელს ქურთმა მებრძოლებმა მანჯიბი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს.