საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლას არ შეწყვეტს.
„მე არ დავნებდები. ბრძოლიდან გასვლას არ ვაპირებ. ბოლომდე ვიბრძოლებ,“-განაცხადა რესპუბლიკელთა კანდიდატმა.
წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ფიიონი მეუღლის დასაქმებაში დაადანაშაულეს. როგორც გაურკვა, პენელოპა ფიიონი პარლამენტში ქმრის თანაშემწედ იყო გაფორმებული და სოლიდურ ანაზღაურებას ითხოვდა. ცოლ-ქმარი დაკითხვაზე 15 მარტს არის დაბარებული.