სირიის ავიაცია ალეპოს დაბომბვისას ქიმიურ ბომბებს იყენებდა. შესაბამის დასკვნას გაეროს დამოუკიდებელი კომისია აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. ქლორის ბომბები სახელისუფლო ძალებმა 2016 წელს გამოიყენებს, რასაც ასობით მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა.