„ეს კომენტარები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ მათ ბრძოლა აქვთ გამოცხადებული და გაამკაცრებენ ბიოსთან თუ სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ბრძოლას, არის ზღაპარი,“ - ასე შეაფასა ზურაბ ჯაფარიძემ მათი ექსპერიმენტის შემდეგ შსს-ს მიერ გაკეთებული განცხადება.
„ვიღაცას აწყობს, რომ ამ ქვეყანაში იყოს ისეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღესდღეობით არის ამ ქვეყანაში, რაც საშუალებას აძლევს ვიღაცებს, ვინც დგანან ამ ყველაფრის უკან, რომ მათ ხელში იყოს კონკრეტული ბერკეტები. ეს ბერკეტები ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ, რომელიმე ბერკეტი მოუშვან და რომელიმე ნარკოტიკის გასაღებას შეუწყონ ხელი და არ ებრძოლონ მას,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შაბათის კურიერში ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამ ბიზნესის უკან ფინანსური დაინტერესების მქონე პირები დგანან. მისი თქმით, დეკრიმინალიზაცია აუცილებელია.
„ჩვენ ვაპირებთ, მათ შორის, რომ კანაფის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში ჩატარდეს რეფერენდუმი წელს, ოქტომბერში, როდესაც ამ ქვეყანაში ჩატარდება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. იმედი გვაქვს საღი აზრის გამარჯვების საბოლოო ჯამში,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.