ქარელში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის განახლება და მიწის გრუნტის მოსწორება-მოშანდაკება და მომზადება ასფალტირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქის ქუჩებზე ასევე ცენტრალური მაგისტრალიდან ქარელში შემოსასვლელი ქუჩაზე.
პროექტის ღირებულება 600 000 ლარია. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ქალაქ ქარელში შიდა გზების რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩატარებულა, რის გამოც დაზიანებული იყო სავალი ნაწილი და პრობლემას უქმნიდა როგორც ავტომობილებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს.
"ამ ეტაპზე ქარელის ყველა ქუჩის რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, მაგრამ ქალაქის ორი ძირითადი მაგისტრალის განახლება და შეკეთება მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს ქალაქის მაცხოვრებლებს," აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე