დღეს, 03 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლო საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობის სარჩელს განიხილავს.
მოსარჩელეები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი სარჩელი ნავთობკომპანია "კანარგო ჯორჯიას" წინააღმდეგ, კომპენსაციის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოში სარჩელი "მწვანეთა პარტიამ" და "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" შეიტანეს. მოსახლეობა ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანიისაგან ნავთობის ამოფრქვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.