აშშ-ის ქალაქ სიეტლში, სპეის ნიდლსის მახლობლად, კვების ფესტივალ Bite of Seattle-ზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, განხორციელდა ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია.
სიეტლის მერმა კეიტი უილსონმა განაცხადა, რომ პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, მეორეს კი ეძებენ.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც მედია წერს, თვითმხილველების თქმით, სროლის დაწყების შემდეგ ფესტივალზე პანიკა ატყდა. ადამიანები ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ, ზოგი კი ახლომდებარე შენობებს აფარებდა თავს.