"კოალიცია სოლიდარობისთვის" თავმჯდომარის, ვერა ქობალიას შეფასებით, დიდი სამუშაოა გასაწევი, რომ ქართულმა მხარემ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში ტერმინები - ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა - დააკანონოს. ამის შესახებ ქობალიამ ბათუმში უმრავლესობის შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.
"ევროპის და ამერიკის პარლამენტებში და კონგრესში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ეთნიკური წმენდის ფაქტის აღიარებას რომ მივაღწიოთ, დიდი სამუშაოა გასაწევი. არის ქვეყნები, რომელთა პარლამენტებშიც ეთნიკურ წმენდაზე საუბარია უფრო ადვილი და ზოგში ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბარი", - განაცხადა ქობალიამ.
მისი შეფასებით, აშშ-ში საქართველოს ოკუპაციაზე საუბარი უფრო ადვილი იქნება, ხოლო ევროპაში - ეთნიკურ წმენდაზე.