,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი და რომელიმე პირის გადადგომა ან დარჩენა თანამდებობაზე ამ რეალობას არ შეცვლის.
‘’მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ დარღვეულა პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და მგძნობიარე საქმეზე პროკურატურამ გამოავლინა უპასუხისმგებლო და უდიერი დამოკიდებულება.
ამ ინიციატივას დავუჭერთ მხარს, თუმცა ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი და რომელიმე პირის გადადგომა ან დარჩენა თანამდებობაზე ამ რეალობას არ შეცვლის’’ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.