"ჩვენი ამოცანაა, არც ერთი ქვეყანაზე ეკონომიკურად არ ვიყოთ ჩამოკიდებული და და ყველა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მმართველი ძალასთან შეხვედრისას განაცხადა.
"როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკურ განვითარებაზე კიდევ კარგი, რომ რუსეთმა თავის დროზე გამოგვიცხადა ემბარგო, რადგანაც ვინც იყო იმათზე მთლიანად ჩამოკიდებული შარშან ეკონომიკის 20% ჩამოეშალათ. ეს არის რეალური ციფრები. კიდევ კარგი თავის დროზე გამოგვიცხადა ემბარგო, თორემ ჩვენ გასულ წელს სრული ეკონომიკური კოლაფსი დაგემართებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია არ შეიქმნას ილუზია, რომ მთლიანად ევროზონაზე ჩამოკიდება პრობლემებს არ შექმნის.
"ეს ჩვენი მხრიდან არასწორი მიდგომა იქნება. ჩვენ უნდა გვქონდეს კავშირი ჩინეთთან, აზიასთან, ასევე თურქეთთან ეკონომიკური ინტეგრაცია უნდა გაღრმავდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთი ეკონომიკის კუთხით ბუნებრივი პარტნიორია. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა ამერიკასთან, ბრაზილიასთან და ინდოეთთან", - აღნიშნა სააკაშვილმა.