სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი საბოლოოდ არ ჩაშლილა, ის მხოლოდ შეჩერდა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ერთ-ერთ ავსტრიულ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხდა.
"ჩვენ მზად ვართ წინ წავიწიოთ, თუ თურქი პარტნიორებიც მზად იქნებიან წინ წაიწიონ და წინა პირობების გარეშე ურთიერთობების ნორმალიზაცია მოახდინონ", _აღნიშნა ნალბანდიანმა.
სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესი სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინიციატივით 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2009 წლის 10 ოქტომბერს სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ციურიხში ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პროტოკოლებს, რომელთა რატიფიცრებაც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებმა უნდა მოახდინონ.
2010 წლის 22 აპრილს სარგსიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, სომხეთ-თურქეთის პროტოკოლების რატიფიკაციის პროცესი შეჩერდა. პრზეიდენტის განცხადებით, თურქეთი დაწყებული პროცესის გასაგრძელებლად მზად არ აღმოჩნდა.
ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მიდგომა საერთთაშორისო საზოგადოების პოზიციას სრულად ემთხვევა. მისი თქმით, შეთანხმების რატიფიკაცია და რეალიზაცია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და გონივრულ ვადებში უნდა წარიმართოს.
რაც შეეხება იმ ფაქტორს, რომ თურქეთთან მოლაპარაკების შეჩერების ყველაზე მთავარ მიზეზს მთიანი ყარაბაღის საკითხი წარმოადგენს, ნალბანდიანმა ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემას სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის საკითხთან კავშირი არ აქვს და ამ კუთხით მასთან დაკავშირირების მცდელობას პროცესისთვის მხოლოდ ზიანის მიყენება შეუძლია.
სომხეთ-თურქეთის საზღვარი 1993 წელს ოფიციალური ანკარის ინიციატივით დაიკეტა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავება მთიანი ყარაბაღის საკითხში ანკარის აზერბაიჯანის პოზიციისა დაკავებას და 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების გამო, თურქეთის მწვავე რეაქციას უკავშირდება.