უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში მეფე ჩარლზ III-მ უმასპინძლა. ამის შესახებ Sky News იუწყება.
მიღების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი გრენადერთა გვარდიის პირველი ბატალიონის დასათვალიერებლად მიიწვიეს, რის შემდეგაც იგი ციხესიმაგრეში შევიდა.
მეფესთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე გაემგზავრება, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ლონდონში დღეს შუადღისას არის დაგეგმილი.