შსს-ს თანამშრომლებმა ვაგზლის მოედანზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 13 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).