დღეს, 3 ნოემბერს, გალში ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებული გალის რაიონში რუსლან ქიშმარია აცხადებს, რომ ქარული მხარის მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტური და ვიდეომასალა ბუნდოვანია.
გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, გაეროს ყოფილ შენობაში, ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო ჯგუფის ოთხმხრივი შეხვედრა 20 ოქტომბერს გაიმართა. ქართულ მხარეს საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი წარმოადგენდა. აფხაზ სეპარატისტებს კი აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია. მასში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის. ეუთოსა და რუსი ოკუპანტების წარმომადგენლები. ქართულმა მხარემ და ევროკავშირმა შეხვედრაზე სეპარატისტების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის, გატაცების, მძევლად აყვანის, წამებისა და ძარცვის კონკრეტული დოკუმენტური და ვიდეომასალა წარადგინა.