ენმ-ის დეპუტატის ნიკა მელიას განცხადებით, 20 იანვრიდან იწყება განახლებული ,,ნაციონალური მოძრაობის” ახალი გზა. მისი თქმით, "დღეს ნაციონალურ მოძრაობაში დასრულდა კარჩაკეტილობა, ქედმაღლობა, ნეპოტიზმი და საკუთარი ამომრჩევლის უგულებელყოფა".
"ენმ გადავა ახალ ეტაპზე, დღეს ენმ-მ განიცადა მთავარი რამ - მიიღო ახალი იმპულსი, ხალხმა, თქვენ დაიბრუნეთ ნაციონალური მოძრაობა, ეს მოძრაობა არის თქვენი, ეს მოძრაობა არ არის არც სააკაშვილის, არც 2-3-4 პოლიტიკოსის, თქვენ გარეშე ეს მოძრაობა არ არსებობს, მთავარი ძალა არის ნაციონალური მოძრაობის ხალხი", - განაცხადა მელიამ.
იგი დარწმუნებულია, რომ პარტიიდან წასულთა ნაწილი „მალე გონს მოვა და უკან მობრუნდება“.
„მე ვერ გეტყვით, რომელ თანამშრომლობაზეა საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი, ვინც დღეს შეიძლება ითვლებოდეს მათი გუნდის წევრად, ძალიან მალე გონს მოვა და მობრუნდება უკან, მაგრამ ნაწილი მათგანი, ბუნებრივია, ამ ნაბიჯს არ გადადგამს“, - განაცხადა მელიამ.