ექსპერტთა განცხადებით, ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს ავღანეთსა და ერაყში ჩატარებული სამხედრო ოპერაცეიბი გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე ნებისმიერი სხვა შეიარღებული ქმედებები, რომლებიც აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უწარმოებიათ.
აშშ-ის კონგრესის საგამოძიებო სამსახურის ანალიტიკოსების კვლევის თანახმად, აშშ-ს მეორე მსოფლიო ომი 4,1 ტრლნ, ვიეტნამის ომი _ 686 მლრდ, ომი კორეის ნახევრაკუნძულზე _ 320 მლრდ, პირველი მსოფლიო ომი კი _ 253 მლრდ დოლარი დაუჯდა.
ექსპერტთა მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1 ტრლნ დოლარი 21 მლნ პოლიციელის წლიური ხელფასის დაფარვას, ან ცხრა წლის განმავლობაში 19 მლნ სტუდენტის განათლების უზრუნველყოფას ეყოფოდა.
თეთრი სახლის დღევანდელი ხელმძღვანელი ბარაკ ობამა წინამორბედ ჯორჯ ბუშისგან განსხვავებით გლობალურ ტერორზმთან ბრძოლაში ავღანეთს მთავარ ფრონტად მიიჩნევს. პერზიდენტად არჩევის შემდეგ ობამამ ავღანეთში კონტინგენტი 40 ათასი ადამიანით გაზარდა, რისთვისაც კონგრესს დამატებით 33 მლრდ დოლარის გამოყოფა მოსთხოვა. წლის ბოლოსთის ავღანეთში 102 ათასი სამხედრო მოსამსახურე იქნება დისლოცირებული.
ერაყში კი აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი მცირდება. ზამთრისათვის დაახლოებით 43 ათასი ადამიანი დარჩება. ჯერ კიდევ სამი წლის წინ ერაყში საომარ მოქმედებებს 160 ათასი სამხედრო მოსამსახურე აწარმოებდა. ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის 2008 წლის ნოემბერში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად ყველა ამერიკელი ჯარისკაცი სახლში 2011 წლის ბოლსოთვის დაბრუნდება. მოსალოდნელია, რომ ავღანეთში საომარი მოქმედებები პენტაგონს 2010 საფინანსო წელს, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება, 105 მლრდ დოლარი დაუჯდება, ერაყში წარმოებული ოპრაციებში კი აშშ-ს ხაზინიდან ანალოგიურ პერიოდში 66 მლრდ დოლარი დაიხარჯება.