ქერი ფიშერმა სიკვდილამდე ვარსკვლავური ომების მერვე ეპიზოდში გადაღება მოასწრო. ამის შესახებ გამოცემა Variety იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაღებები ივლისში დასრულდა. გარდა ამისა, მსახიობმა ანიმაციური სერიალის, გრიფინების ორი ახალი ეპიზოდიც გაახმოვანა. 60 წლის მსახიობი საავადმყოფოში 2 დღის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.