ფილიპინების პრეზიდენტმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. როდრიგო დუტერტე კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვეტმფრენიდან გადმოგდებით დაემუქრა. „თუ კორუფციასა და მექრთამეობას თავს არ დაანებებთ, ჩაგსვამთ ვეტმფრენში და მანილაში გადმოგყრით. მე ეს ადრეც გამიკეთებია და ახლაც არ დაგინდობთ,“-განაცხადა ფილიპინების ლიდერმა. მანამდე დუტერტემ საჯაროდ განაცხადა, რომ რამდენიმე კრიმინალი პირადად ჰყავს მოკლული, რის გამოც გაერომ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.