თურქეთმა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის საყოველთაო გეგმა შეათანხმეს. ამის შესახებ თურქული სახელმწიფო სააგენტო ანადოლუ იტყობინება. დოკუმენტის თანახმად, დაპირისპირებულ მხარეებს 29 დეკემბრის შუაღამიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შესთავაზებენ. ინფორმაცია მოსკოვსა და ანკარას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.