10 ივნისს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელი ეკა ბესელია ადვოკატებთან ერთად შევა რუსთავის #1 კოლონიაში და პირადად გაეცნობა როგორც პატიმართა მდგომარეობას, ისე იქ არსებულ პირობებს.
საზოგადოებრივი მოძრაობისთვის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ცნობილი გახდა, რომ რუსთავის ახლად გახსნილი #1 კოლონიაში რამდენიმე დღეა არ უშვებენ იმ მსჯავდებულთა ადვოკატებს, რომლებიც გადაყანილნი იქნენ აღნიშნულ დაწესებულებაში. ადვოკატთა და პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით სასჯელაღსრულების აღნიშნულ დაწესებულებაში ხორციელდება ძალადობა პატიმრებზე და მათი უფლებების შელახვა.
"აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებისა და იქ არსებულ პატიმართა პირობების მონიტორინგის მიზნით, საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელი ეკა ბესელია ადვოკატებთან ერთად შევა რუსთავის #1 კოლონიაში და პირადად გაეცნობა როგორც პატიმართა მდგომარეობას, ისე იქ არსებულ პირობებს", _ აცხადებენ მოძრაობის პრესსამსახურში.