ავსტრალიის პოლიციამ ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა. სპეცოპერაცია მელბურნში ჩატარდა. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილები ისლამური სახელმწიფოს მოკავშირეები იყვნენ და ქვეყნის მასშტაბით ტერაქტების სერიას გეგმავდნენ. პოლიციის ცნობით, თავდასხმა იგეგმებოდა წმიდა პავლეს ტაძარსა და ერთ- ერთ ცენტრალურ მოედანზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 4 ავსტრალიის, ერთი კი ეგვიპტის მოქალაქეა.