ხვალ, 3 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევით მომხდარ ეკოციდთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება. საჩივარი სასამართლოში "საქართველოს მწვანეთა პარტიამ" და "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" შეიტანა.
სოფლების: ნინოწმინდის, გაღმაუბნისა და წყაროსთავის დაზარალებული მოსახლეობა ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას. მოსახლეობა ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანიისაგან ეკოლოგიური კატასტროფის შდეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
მოსარჩელეები, ზიანის დასადგენად, სასამართლოსგან შუამდგომლობით ითხოვენ ექსპერტიზის ჩატარების ნებართვას.
მოსარჩელე მხარეებს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ და პროცესზე წარმოადგენენ, "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" ადვოკატები.