სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა დნესტრისპირელ სეპარატისთა ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ იასტერბჩაკსა და მის მოადგილეს შეხვდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, დნესტრისპირელი სეპარატისტები ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან. მათი ინფორმაციით შეხვედრას ასევე ესწრებოდა დნესტრისპირეთის წარმომადგენელი აფხაზეთში გარი კუპალბა.
"მინისტრებმა შეხვედრისას აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს და ორივე რესპუბლიკის შემდგომი განვითარების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, გალის ხუთმხრივი შეხვედრები და დნესტრისპირეთსა და მოლდავეთს შორის მოლაპარაკებები", _ იუწყება აფხაზური მხარე.