ჩინეთში ძვირადღირებულ ავტომანქანებზე გადასახადი დააწესეს.  190 ათასი დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილების მფლობელებს 10-პროცენტიანი გადასახადის გადახდა მოუწევთ. ახალი რეგულაცია ჩინეთში დღეიდან ამოქმედდა და ის ისეთი ცნობილი ბრენდების მეპატრონეებს შეხებათ, როგორიცაა BMW, Mercedes-Benz, Audi, Ferrari, Aston Martin და  Rolls-Royce.