დღესვე რუსეთის პრეზიდენტი ფედერალურ შეკრებას მიმართავს. გამოსვლის ძირითად ნაწილს პუტინი სოციალურ საკითხებს დაუთმობს. კრემლის ლიდერი საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზეც ისაუბრებს. ფედერალურ შეკრებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, უმაღლესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამარეები, გუბერნატორები, რელიგიური და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.