ალაბამას ქარბორბალამ გადაუარა.  სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე კი დაშავდა. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი, რის გამოც 3500-მდე ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა. ძირფესვიანად მოგლეჯილმა ხეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი ჩახერგა. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.