ნიკარაგუაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის მიზეზი ძლიერი მიწისძვრა გახდა. მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ პუერტო ელ ტრიუნფოს რაიონში 7,2 მაგნიტუდა შეადგინა, რის გამოც წყნარ ოკეანეში ცუნამის საფრთხე წარმოიქმნა. კიდევ ერთ საფრთხეს ნიკარაგუას ქარიშხალი ოტო უქმნის, რომელმაც პანამასა და კოსტა-რიკაში 7 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიური საფრთხის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. დროებით თავშესაფრებში 5 ათასზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.