მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტი კიევში ბერლინის კედლის ფრაგმენტის დანგრევას შეეცადა. შიშველი ქალბატონი, რომელსაც წელს ზემოთ წარწერა „უკრაინა ევროპაა“ ამშვენებდა, საელჩოსთან უროთი მივიდა და კედლის მტვრევა დაიწყო. ამით მან გერმანიის მიერ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვა გააპროტესტა. სიმბოლური აქცია პოლიციის გამოჩენამდე დასრულდა. „ფემენის აქტივისტმა“ საელჩოს ტერიტორია თანამოაზრეებთან ერთად დატოვა. „ფემენი ევროპისკენ გზაზე ხელოვნური კედლების წინააღმდეგია. გვინდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ და ამ გზაზე რამდენი ხელოვნური ბარიერიც უნდა შეგვხვდეს, ყველას დავანგრევთ,“- აცხადებენ „ფემენის“ წარმომადგენლები.